|
2015-01-12 11:13:44, 4221 ნახვა
მსოფლიო
პარიზში სოლიდარობის მარშში 3 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა
პარიზში მშვიდობის მარშში მონაწილეობის მისაღებად სამ მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს. მშვიდობის მარში საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობდა, თუმცა ყველაზე დიდი მსვლელობა პარიზში ჩატარდა. პარიზში მსვლელობა, რესპუბლიკის მოედნიდან, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყო და რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. ერთობის მარშში მონაწილეობდნენ: საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და 40-ზე მეტი ქვეყნის პირველი პირი, მათ შორის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. რუსეთის დელეგაციას პარიზში დაგეგმილ აქციაზე საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს. სოლიდარობის აქციაში ასევე მონაწილეობენ ნატო-სა და ევროკავშირის ხელმძღვანელი პირები. საქართველოდან მარშში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა. შეგახსენებთ, რომ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 11 კი დაიჭრა. რაც შეეხება თავდამსხმელებს, საფრანგეთში მიმდინარე სპეცოპერაციების დროს სამი მათგანი, ძმები შერიფ და საიდ კუაშები, ასევე ამედი კულიბელი ფრანგულმა პოლიციამ მოკლა. ხოლო მეოთხე ეჭვმიტანილს, ჰაიათ ბუმედინის ამ დრომდე ეძებენ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)