|
2016-12-09 18:09:18, 3010 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი Альфа-Банк-ის საქართველოში შესაძლო შემოსვლას არ ადასტურებს
საქართველოს ეროვნული ბანკი Альфа-Банк-ის საქართველოში შესაძლო შემოსვლას არ ადასტურებს. როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, საბანკო საქმიანობის ლიზენციის მისაღებად Альфа-Банк-ს მათთვის არ მოუმართავს "საქართველოს ეროვნული ბანკი არ ადასტურებს ინფორმაციას Альфа-Банк-ის საქართველოში შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით. საბანკო საქმიანობის ლიზენციის მისაღებად Альфа-Банк-ს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ მოუმართავს. ასევე მცდარია ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ "კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველოს" ფინანსურ აუდიტს ფრანგული აუდიტორული კომპანია სწავლობს და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს Альфа-Банк-ი შემოსვლასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას. იმისათვის, რომ აუდიტორულმა კომპანიამ ჩაატაროს ფინანსური აუდიტი, საჭიროა ბანკისგან მიიღოს ბუღალტრული დოკუმენტაცია. ასეთი მოთხოვნა, მითუმეტეს "კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველოს" 2016 წლის ფინანსური მაჩვენებლების წარდგენა რომელიმე აუდიტორული კომპანიისთვის არ მომხდარა. შესაბამისად, ინფორმაცია "კავკასიის განვითარების ბანკ - საქართველოში" აუდიტის შესვლასთან დაკავშირებით ასევე არასწორია", - ნათქვამია განცხადებაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)