|
2016-12-09 12:56:34, 973 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა კონფერენციაში "გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად" მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ დღეს კონფერენციაში "გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად" მიიღო მონაწილეობა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ორგანიზებული ღონისძიება კონფერენციაში მონაწილე სხვა ქალ ლიდერებთან ერთად გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ანა დოლიძემ ქვეყანაში პოლიტიკასა და საჯარო სექტორში ქალების ჩართულობასა და თანასწორობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოში ქალების როლი ისტორიულად, ყოველთვის საკმაოდ დიდი იყო. "ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ისტორიულად ქალის როლი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოში პოლიტიკასა და საჯარო სივრცეში. დღეს ამ კონფერენციაზე ჩვენ განვიხილავთ იმ კონკრეტულ გზებსა და მექანიზმებს, რომელთა მეშვეობითაც უნდა გავაძლიეროთ ქალების მონაწილეობა. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საფიქრალია ბევრ ბერკეტზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ, რომ მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი საჯარო სივრცესა და პოლიტიკაში; მათ შორის, გვისაუბრია მაგალითად - მივიღოთ თუ არა კვოტების მექანიზმი. რაც მთავარია, ჩვენ უნდა გავიხსენოთ და დავფიქრდეთ იმაზე, რომ ქალების აქტიური მონაწილეობა საჯარო სივრცეში ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, რომლის გარეშეც არ არსებობს საქართველოს ისტორია", - განაცხადა ანა დოლიძემ. კონფერენციის "გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად" მთავარი თემა მეტი ჩართულობაა; ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ პარტიების ხედვას, თუ როგორ აპირებენ ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდას, ასევე მოისმინონ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წინაშე მდგარი გამოწვევები და შესაძლებობები.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)