|
2016-12-09 12:27:03, 2429 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო 450 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს მიიღებს
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, იან ვაპავუორიმ, ხელს მოაწერეს სამ ფინანსურ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც, საქართველო, ჯამში, 450 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს მიიღებს. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. ხელშეკრულებები ითვალისწინებს საქართველოსთვის ისეთი პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი მიმართულებების მხარდაჭერას, როგორიცაა საავტომობილო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობისა და აგრომრეწველობის განვითარება. „საქართველო სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის“ ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველო 250 მლნ. ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს მიიღებს. პროექტით განხორციელდება საქართველოს რეგიონებში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საავტომობილო გზების გაუმჯობესების პროექტები, მათ შორისაა, აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მაგისტრალის უბისა-შორაპანისა და გრიგოლეთი-ფოთის მონაკვეთები. „საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენის პროექტის“ ხელშეკრულება 100 მლნ. ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის მიღებას ითვალისწინებს, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცირე ზომის ინფრასტრუქტურული პროექტების (გზების, ქუჩების, წყალსადენის, კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია და სხვა) დაფინანსებას მოხმარდება. „საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის ჯაჭვის პროექტი“ 100 მლნ. ევროს ოდენობის გამოყოფას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, დაფინანსდება სოფლის მეურნეობის სექტორში პროექტები სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების/გადამუშავების/რეალიზაციის ჯაჭვის შექმნის მიზნით. აღნიშნული ფინანსური რესურსით განხორციელებული პროექტები ხელს შეუწყობენ ქვეყნის როგორც სატრანზიტო ფუნქციის მქონე ჩქაროსნული მაგისტრალის განვითარებას, ისე ადგილებზე, მუნიციპალიტეტებში არსებული მცირე ზომის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას. მნიშვნელოვანია ასევე ის მხარდაჭერა, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი უწევს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და აგრომრეწველობის განვითარების მიმართულებით, რაც წაახალისებს ადგილობრივ წარმოებას, ხელს შეუწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
პატიმრებისა და პრობაციონერების ჯამური მაჩვენებლით 2025 წელს საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებდა - რეჟიმის პირობებში 2026 წელს მონაცემები დრამატულად იზრდება
კრემლმა სომხეთის არჩევნების წინ ფაშინიანის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია დაიწყო - The Insider
პენტაგონი ირანში სახმელეთო შეჭრის ალბათობას უშვებს
უკრაინულმა დრონებმა სტავროპოლის ოლქში ქიმიურ ქარხანას და რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)