|
2016-12-09 12:03:03, 2978 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
მამუკა ხაზარაძე: ელემენტარული ცოდნაა, რომ ლარის ნებისმიერი ვარდნა დოლართან მიმართებაში, პირველ რიგში ბანკებს აზარალებს
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე გასულ კვირას, ექსპერტთა ნაწილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა, რომლებიც ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებაში ბანკებს ადანაშაულებდნენ. მისი თქმით, ლარის ნებისმიერი ვარდა დოლართან მიმართებაში პირველ რიგში კომერციულ ბანკებს აზარალებს. ხაზარაძე ყველას მოუწოდებს, აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით სიფრთხილე გამოიჩინონ. „ბოლო პერიოდში მოხდა ლარის ვარდნა, რამაც გამოიწვია პანიკა. ამ პანიკამ გამოიწვია კომენტარები და ჩვენს გაკვირვებას იწვევს ის, რომ ზოგიერთი ე.წ. ექსპერტი, ამ ყველაფერში ადანაშაულებს ბანკს. მთელი კატეგორიულობით მინდა განვაცხადო, რომ ელემენტარული ცოდნაა საჭირო იმისათვის, რომ ნებისმიერი ვარდნა ლარის დოლართან მიმართებაში პირველ რიგში, კომერციულ ბანკებს აზარალებს, რადგან კომერციული ბანკების კაპიტალი ითვლება უცხოეთში დოლარში. ნებისმიერი ვარდნა ლარსა და დოლარს შორის, იწვევს კაპიტალის შემცირებას. მეორე მხარე ისაა, რომ ნებისმიერი ვარდნა, პრობლემებს უქმნის ჩვენს კლიენტებს, რომ დააბრუნონ სესხი. ეს ყველაფერი მიდის რეზერვში და აკლდება ბანკის შემოსავალს. აქედან გამომდინარე, ორივე მხრიდან ბანკს აქვს პრობლემა და პირველ რიგში ბანკია დაინტერესებული, რომ ეროვნული ვალუტა - ლარი იყოს მყარი. მოვუწოდებ ყველას, ამ თემებთან დაკავშირებით იყვნენ ფრთხილად, ეს არ არის სათამაშო თემა. საქართველოს საბანკო სისტემა პირველ რიგშია დაინტერესებული, რომ ქვეყანა იყოს ეკონომიკურად გამართული და ლარი იყოს მყარი“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)