|
2016-12-08 13:17:12, 998 ნახვა
საზოგადოება
„Georgian Airways”-ის თბილისი-ამსტერდამის რეისებზე შეძენილი ავიაბილეთების ღირებულების ნაწილი „სოლიდარობის ფონდში“ გადაირიცხება
უახლოეს მომავალში ავიაკომპანია „Georgian Airways“-ი და საქართველოს სოლიდარობის ფონდი ურთიერთთანამშრომლობის მემურანდუმს გააფორმებენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ ფონდიდან აცნობეს, მემორანდუმი „Georgian Airways”-ის თბილისი - ამსტერდამის ყოველ რეისზე შეძენილი თითოეული ავიაბილეთიდან „სოლიდარობის ფონდში“ გარკვეული თანხის გადარიცხვას გულისხმობს. „ბილეთის შეძენისას თქვენ ავტომატურად ხდებით ამ უაღრესად კეთილშობილური საქმის თანამონაწილე, რომელიც ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას ისახავს მიზნად. მოვუწოდებთ ყველა კომპანიას, ერთად დავუდგეთ სოლიდარობის ფონდს და იმ ადამიანებს მხარში, ვისაც ჩვენი დახმარება ჰაერივით სჭირდება!“, - აცხადებენ ფონდში. ცნობისთვის, საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა და პირველ ეტაპზე სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობის დაფინანსებას მოიცავს.
ერთად გადავარჩინოთ სიცოცხლე, რადგან #სიკეთეგადამდებია!
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)