18:18 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-07 21:23:40, 1016 ნახვა

პოლიტიკა
საბანაძე: ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო შეჩერების მექანიზმის კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ

ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო შეჩერების მექანიზმის კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ნატალია საბანაძემ 2030-ს განუცხადა.

როგორც საბანაძემ აღნიშნა, კომპრომისულ ვარიანტთან დაკავშირებით დავა ძირითადად ერთ პუნქტზე მიდიოდა, თუ რამდენი ხნით ამოქმედდება შეჩერების მექანიზმი წევრი სახელმწიფოების მიერ პარლამენტის ჩართვის გარეშე. მისივე თქმით, ამ წუთებში საბჭოს მიერ წარდგენილ ვარიანტს პარლამენტი განიხილავს, დაახლოებით ერთ საათში ის კვლავ ელჩებს დაუბრუნდებათ უკან, რომლებმაც ხელმეოდერ უნდა დაადასტურონ შეთანხმება და ამ დროისთვის გაირკვევა საბჭოსა და პარლამენტის საბოლოო პასუხიც. ხვალ კი უკვე კომიტეტი განიხილავს და ალბათ დაადასტურებს.

„შეთანხმება მიღწეული იქნა, რომ 9 თვის განმავლობაში შეუძლიათ შეჩერება. თუ ცხრა თვის შემდეგ კვლავ გაგრძელდა უვიზო რეჟიმი, მაშინ უკვე პარლამენტიც ჩაერთვება. კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმების მიღწევა გულისხმობდა ევროპარლამენტსა და საბჭოს შორის შეთანხმებას. ამ საკითხს საბჭო განიხილავდა ელჩების კონფიგურაციით, ხოლო პარლამენტი მომხსენებლის სახით იყო წარმოდგენილი და ამ ორ მხარეს შორის მიიღწია შეთანხმება. ყოველ შემთხვევაში კომპრომისულ ვარიანტზე, რომელიც საბჭომ წარადგინა, ევროპარლამენტის მხრიდან წინააღმდეგობა მოიხსნა", - აღნიშნა მან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics