|
2016-12-07 14:33:00, 991 ნახვა
საზოგადოება
თბილისის შემოგარენში მასშტაბური სანიტარული ჭრები ხორციელდება
თბილისსა და მის შემოგარენში არსებულ ტყის მასივებში მასშტაბური სანიტარული ღონისძიებები ხორციელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, მავნებლებით დაავადებული და გამხმარი ხეების მოჭრის სამუშაოები ამჟამად ბეთანიაში,ბეთანია-სამადლოს ცენტრალური გზისმიმდებარე ტყის მასივებში მიმდინარეობს. მათივე ცნობით, ფიჭვნარ კორომებში უკვე მონიშნულია 15 ათასი გამხმარი და დაავადებული ხე, რომელთა მოჭრისა და გამოტანის სამუშაოებს ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის კონტრაქტორი კომპანია შპს „უნივერსალ მენეჯმენტი“ უზრუნველყოფს. მიმდინარე წელს 55 ათასი ძირი დაზიანებული ხე-მცენარე მოინიშნა, საიდანაც 40 ათასი უკვე მოიჭრა. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი ბეთანიაში გამხმარი ხეების მოჭრის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. „გრძელდება დაავადებული და გამხმარი ხეების ჭრა როგორც დედაქალაქში, ასევე მის შემოგარენში არსებულ ფიჭვთა კორომებში. მსგავსი სამუშაოები დასრულებულია რამდენიმე ლოკაციაზე - ხუდადოვის ტყეში, ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, კუს ტბის ფერდობზე. ამ ეტაპზე სანიტარული ჭრები მიმდინარეობს წყნეთის, შინდისის, ოქროყანის, მთაწმინდის მიდამოებში, გლდანსა და ავჭალაში, ასევე, თბილისის ეროვნული პარკის გარშემო. სამუშაოები სპეციალისტებისა და თბილისის ბოტანიკური ბაღის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება“-განაცხადა ნინო სულხანიშვილმა. ცნობისთვის, აღნიშნული ღონისძიებები კომპლექსურად ხორციელდება და გრძელვადიან შედეგებზეა გათვლილი. იგი მნიშვნელოვნად შეზღუდავს დედაქალაქის მასშტაბით მცენარეთა მავნებელი დაავადებების გავრცელებას და, შესაბამისად, მცენარეული საფარის ხმობას. 2013-2015 წლებში ქართველი და უცხოელი ექსპერტების კვლევებზე დაყრდნობით თბილისის შემოგარენის ფიჭვების კვლევისას დაფიქსირდა შემდეგი მავნებლები: ქერქიჭამიები, ლაფნიჭამიები და ხარაბუზები, აგრეთვე დაავადებების გამომწვევი სოკოები, რომელთაც დააჩქარეს დასუსტებული ხეების ხმობის პროცესი. 2015 წელს თბილისის მერიის მიერ განხორციელდა დედაქალაქში არსებული ფიჭვნარების დეტალური კვლევა და ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შეფასება, რომლის გათვალისწინებითაც რეაგირების ღონისძიებების გეგმა შემუშავდა. (NS)
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)