|
2016-12-07 10:18:35, 1684 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: ტუსკის წერილი ევროკავშირისთვის საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის პრიორიტეტულობას ადასტურებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის წერილი ევროპარლამენტისადმი კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირისთვის საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის პრიორიტეტულობას. "პირველ რიგში არ მინდა არანაირი კომენტარი გავაკეთო ევროკავშირის ინსტიტუტების შიგნით მიმდინარე მოლაპარაკებებზე და დისკუსიაზე. მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ წერილით რომელიც გასაჯაროვდა, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხის პრიორიტეტულობას, როგორც ევროპული ინსტიტუტებისთვის, ასევე ზოგადად ევროპული პოლიტიკისთვის“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დონალდ ტუსკის წერილის კომენტირებისას. მისივე განმარტებით, ეს ასევე დადასტურდა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე, სადაც ცალსახად დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან. "საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ეს წარმოადგენს ევროპული პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. დარწმუნებული ვარ ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერით და ინტერესით ეს პროცესი მალე დასრულდება", - აღნიშნა მინისტრმა. ჯანელიძის თქმით, ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებში აქტიურად მიმდინარეობს ე.წ. შეჩერების მექანიზმზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი. მიხეილ ჯანელიძემ დასძინა, რომ ნატოს მინისტერიალის ფარგლებში კოლეგა მინისტრებთან გამართული შეხვედრების დროს, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხის პარალელურად განხილვის ერთ-ერთი თემა სწორედ ვიზალიბერალიზაციაა და საქართველოს ამ პროცესში აქვს პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოების სრული მხარდაჭერა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)