05:17 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-06 17:34:44, 1318 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია სმენადაქვეითებულთა ანსამბლ „ლილეს“ წევრებს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში გამარჯვებული ანსამბლ „ლილეს“ წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა თანადგომის“ წარმომადგენლებს შეხვდა. 

სმენადაქვეითებულთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ლილე“, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ესპანეთში გამართული ხელოვნების საერთშორისო ფესტივალის გრან-პრის მფლობელია. 

ანსამბლი „ლილე“ ესპანეთის ქალაქ ლორეტ დე მარიში გამართულ  კონკურსზე ,,მზე და ზღვა” თბილისის მერიის, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალთა თანადგომის” ფინანსური მხარდაჭერით გაემგზავრა. პროექტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე სახელმწიფოს ზრუნვისა და ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

ფესტივალი ესპანური კომპანია “ფიესტალონია მილენიოს” ორგანიზებით ჩატარდა და მასში მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის წარმომადგენელი სამუსიკო გუნდები მონაწილეობდნენ.  

როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე სტუმრებმა დედაქალაქის მერსა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და მათ ფესტივალის ესპანელი ორგანიზატორების მადლობის სიგელები გადასცეს. 

დავით ნარმანიამ ანსამბლის წევრებს წარმატება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაშიც მხარდაჭერა აღუთქვა.

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ნიჭის და უნარების რეალიზების მხარდასაჭერად ჩვენ ბევრს ვმუშაობთ. რამდენიმე სპეციალური პროგრამა ბიუჯეტში გავითვალისწინეთ იმისათვის, რომ ამ ადამიანების ხმა და ნიჭი სათანადოდ ისმოდეს.  მიხარია, რომ ჩვენმა მხარდაჭერამ ნაყოფი გამოიღო და ანსამბლმა საერთაშორისო მასშტაბით წარმატება მოიპოვა“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ესწრებოდნენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics