15:36 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-03 21:30:03, 1198 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე: რამდენი ტალახიც არ უნდა ისროლონ, ჩემთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია

რამდენი ტალახიც არ უნდა ისროლონ, ჩემთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ევროპულ და ევრატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში "კაბელების საქმეზე" დაკავებულ პირებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "არავისზე ნაკლებად მე ეს ამბავი, ბუნებრივია, არ მტკივა". 

„მე არ მიმაჩნია სწორად ამ თემით სპეკულირება საერთოდ. მე განცხადება გავაკეთე. ჩემი აზრი ცნობილია და მე ვამთავრებ ამასთან დაკავშირებით საუბარს და არც ახლა ვაპირებ გაგრძელებას. კიდევ ერთი მინდა ვთქვა, რომ არავისზე ნაკლებად მე ეს ამბავი, ბუნებრივია, არ მტკივა. მე არ გამიწყვეტია ამ ხალხთან ურთიერთობა და კომუნიკაცია და ამ თემით სპეკულირება, ვფიქრობ, არ არის სწორი, ამიტომ მე სხვებს ნამდვილად ვერ დავემსგავსები და მიუხედავად იმისა, რამდენი ტალახიც არ უნდა ისროლონ, ჩემთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. ჩემთვის მნიშვნელოვანია იმ საქმის კეთება, რომელსაც მე ხელი მოვკიდე და დარწმუნებული ვარ, ამ საქმის წარმატებაში“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics