03:55 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-03 18:53:20, 1059 ნახვა

საზოგადოება
გუდაური-კობის მონაკვეთზე დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

გუდაური-კობის მონაკვეთზე დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

„მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მესამე დღეა ინტენსიური თოვაა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უამინდობამ შესაძლოა ზვავსაშიშროება გამოიწვიოს, ამიტომ გზის ამ მონაკვეთზე, დროებით  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ასევე, აკრძალულია გზის გაწმენდითი სამუშაოების წარმოება.

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთთან, ამ დროისთვის გზის გახსნას დაახლოებით 60 ავტომანქანა  ელოდება.

ხვალიდან, ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, როგორც კი შესაძლებელი გახდება გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება, მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდება დაგროვილი ავტოტრანსპორტის გატარება“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics