03:55 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-03 13:31:55, 700 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია გამართა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“  ლტოლვოლთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მინისტრმა თანამედროვე ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევების, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებისა და ადამიანის უფლებების შესახებ ისაუბრა.

სოზარ სუბარმა სახალხო დამცველად და სასჯელაღსრულების მინისტრად მუშაობის პერიოდში მიღებული გამოცდილებაც გაიხსენა.

მინისტრმა ლექციის მიმდინარეობისას სტუდენტებისათვის საინტერესო ყველა შეკითხვას უპასუხა.

უნივერსიტეტის აკადემიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, სტუდენტი-ახალგაზრდობის განათლებისა და პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სოზარ სუბარს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

შეხვედრას ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტები, აგრეთვე, უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე ესწრებოდნენ.

მსგავსი შეხვედრები სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics