15:36 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-02 20:02:54, 1335 ნახვა

პოლიტიკა
„საუბარი საქართველოში შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე, არასდროს იქნება მისაღები ქართველი ხალხისა და მთავრობისთვის“

საუბარი საქართველოში შექმნილ ახალ რეალობაზე, ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე არასდროს იქნება მისაღები ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში,  ნატოს-გენერალურ მდივანთან, ინეს სტოლტნებერგთან ერთობლივი პრესკონფერნციის დროს განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ნებისმიერი სურვილი უნდა იყოს დაფუძნებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ერთი მხრივ, არის გამოთქმული საქართველოსთან ზოგიერთ სფეროში ურთიერთობების გამუჯობესების სურვილი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვუერთდებით ამ სურვილს, თუმცა მეორე მხრივ, არის საუბარი საქართველოში შექმნილ ახალ რეალობაზე, ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე, რომლებიც არასდროს იქნება მისაღები ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობისთვის. საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ნებისმიერი სურვილი უნდა იყოს დაფუძნებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ეფუძნებოდეს ქართველი ერის სუვერენულ გადაწყვეტილებას, გახდეს რომელიმე ოჯახის წევრი. ეს გადაწყვეტილება, როგორც აღვნიშნე, ნათელია“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics