|
2016-12-02 12:58:01, 1970 ნახვა
ეკონომიკა
პაშა ბანკი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ქართული პანორამის ტრადიციული სპონსორია
28 ნოემბერს კინოთეატრ ამირანში თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო, რომელიც წელსაც მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს კინომოყვარულებს და რამდენიმე განყოფილებისგან შედგება: ევროპული კინო, ფრანგული კოლექცია, ქვეყანა ფოკუსში, სპეციალური ჩვენება და სხვა. კინოფესტივალმა რამდენიმე წლის წინ საფუძველი ჩაუყარა ეროვნულ კონკურსს „ქართული პანორამა“, რომლის ფარგლებშიც ხდება ქართული მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენება და გამარჯვებული რეჟისორების დაჯილდოება. პაშა ბანკი უკვე მესამე წელია „ქართული პანორამის“ უცვლელი სპონსორია. „კინოინდუსტრიის განვითარება არა მხოლოდ კულტურული, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორად ამ ფაქტორის გათვალისწინებით უკვე მესამე წელია პაშა ბანკი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის, კერძოდ „ქართული პანორამის“ მხარდამჭერია. აქვე, მინდა, მადლობა გადავუხადო საორგანიზაციო ჯგუფს, რომელიც ყოველ წელს მრავალფეროვან და საინტერესო კინოჩვენებებს სთავაზობს მაყურებელს.“ - განაცხადა პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა, შაჰინ მამმადოვმა. ფესტივალზე დაწესებულია ორი ოფიციალური ჯილდო: ოქროს და ვერცხლის პრომეთე, რომელიც გადაეცემა საერთაშორისო კონკურსის და ქართული პანორამის გამარჯვებულებს. გასული წლების „ქართული პანორამის“ გამარჯვებული რეჟისორები პაშა ბანკის დაფინანსებით ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაემგზავრნენ.
(R)
პენტაგონი ირანში სახმელეთო შეჭრის ალბათობას უშვებს
უკრაინულმა დრონებმა სტავროპოლის ოლქში ქიმიურ ქარხანას და რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)