|
2016-12-01 17:40:31, 742 ნახვა
საზოგადოება
არასრულწლოვან მსჯავრდებულებსა და რუსთავის საფეხბურთო გუნდს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, არასრულწლოვან მსჯავრდებულებსა და რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის საფეხბურთო გუნდს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. საფეხბურთო მატჩი არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ სტადიონზე ჩატარდა და ფრედ დასრულდა. როგორც "ექსრეპნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, საფეხბურთო გუნდის წარმომადგენელთა განცხადებით, მათ სიამოვნებით მიიღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შეთავაზება შეხვედროდნენ თანატოლებს, რომლებიც ამჟამად დაწესებულებაში იმყოფებიან და მზად არიან, მსგავს მატჩებში მომავალშიც ხშირად მიიღონ მონაწილეობა. გუნდის წევრებმა მსჯავრდებულებს თავიანთი გამოცდილებაც გაუზიარეს. რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის საფეხბურთო გუნდის ხელმძღვანელობამ და წარმომადგენლებმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს სიგელები და საჩუქრად ბურთები გადასცეს. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამასთან, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები სამინისტროს განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტია. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი სპორტულ ღონისძიებებში. დაწესებულება უზრუნველყოფილია ამისთვის საჭირო ყველანაირი ინფრასტრუქტურითა და ინვენტარით. სამინისტროს ორგანიზებით, არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ხშირად იმართება სხვადასხვა სპორტული თამაში - ფეხბურთში, რაგბიში, კალათბურთსა და სპორტის სხვა სახეობებში, როგორც მათი თანატოლი, ასევე, ცნობილი სპორტსმენების მონაწილეობით. მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს არასრულწლოვნებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და მათ რეაბილიტაციას. (NS)
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)