15:36 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 15:07:10, 869 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა ოთხი ახალი დეპუტატის უფლებამოსილება ცნო

პარლამენტმა ოთხი ახალი დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.

დღეიდან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები გუგული მაღრაძე, დავით მათიკაშვილი, გიორგი ხატიძე და გიორგი ღვინიაშვილი გახდნენ. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტში გუგული მაღრაძემ შეცვალა, კახი კალაძეს - დავით მათიკაშვილმა. გიორგი გახარიას ადგილს პარლამენტში გიორგი ხატიძე დაიკავებს, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის მე-2 ნომერის სანდრა რულოვსის ადგილმონაცვლე საკანონმდებლო ორგანოში გიორგი ღვინიაშვილი იქნება. 

გიორგი კვირიკაშვილის, გიორგი გახარიასა და კახი კალაძის შემთხვევაში, უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი სამთავრობო თანამდებობებია, რომლებსაც უფლებამოსილება გუშინ შეუწყდათ. ამასთან, სანდრა რულოვსმა პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics