02:58 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 12:23:12, 674 ნახვა

საზოგადოება
ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით კამპანია - „ნუ მოჭრი - მორთე“ იწყება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით,  ახალ კამპანიას - „ნუ მოჭრი - მორთე“  იწყებს, რაც  ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრის პრევენციას ითვალისწინებს.   

როგორც "ექსპრესნიუსს" უწყების პრესსამსახურმა აცნობა, ახალი ინიციატივა მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა კერძო კომპანიების წარმომადგენლებს გააცნო და მათი  ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

აქციის მონაწილეებს საშუალება აქვთ  შეარჩიონ ლოკაცია (როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში მდებარე სკვერები, ბაღები, პარკები)  საცხოვრებელი სახლის, ან კომპანიების მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე ნაძვის ხე თავად მორთონ.  

საქართველოში გავრცელებული სახეობებიდან ნაძვის ხედ აღმოსავლეთის ნაძვი (Picea orientalis) და კავკასიური სოჭი (Abies nordmanniana) გამოიყენება, რომელთა ზრდაც 100-120 წელს და მეტ ხანსაც გრძელდება და 50 მეტრამდე სიმაღლეს აღწევს. როგორც ნაძვი ასევე სოჭიც ცოცხლობენ 150-300 წელს. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებისა და რეალიზაციის ფაქტების პრევენციის მიზნით, გააძლიერებს კონტროლს სახელმწიფო ტყის ფონდის, დაცული ტერიტორიების, თვითმმართველი ერთეულის ხე-მცენარეების მოპოვების, ტრანსპორტირებისა და მათი რეალიზაციის ფაქტებზე. გამოვლენილ დარღვევებზე გატარდება შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics