|
2015-03-23 19:39:18, 2422 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამერიკის ეროვნული ომის კოლეჯის დელეგაცია ესტუმრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გოჩა რატიანმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე, ნიკოლას ბერლინერი და ამერიკული საზღვაო ქვეითი ძალების ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი რიჩ ბრედი დაესწრნენ. შეხვედრაზე ეროვნული ომის კოლეჯის ინსტრუქტორებმა და კურსანტებმა საქართველოს უსაფრთხოების სტრატეგიისა და ქვეყნის რეგიონული მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. გენერალ-მაიორმა სტუმრებს უწყებაში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო. საუბრისას ყურადღება უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხებზე გამახვილდა. შეხვედრაზე საუბარი აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო და პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობა ხაზგასმით აღინიშნა. ქართულმა და ამერიკულმა მხარეებმა ამერიკის ეროვნული ომის კოლეჯთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებიც მიიღეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ეროვნული ომის კოლეჯი საქართველოს ოთხ წარმომადგენელს აქვს დამთავრებული, მათ შორის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესა და თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს გოჩა რატიანს. ამჟამად, კოლეჯში პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე იღებს განათლებას.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)