14:14 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 16:49:04, 770 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ახალი მოადგილეების დანიშვნას ხელი მოაწერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეების დანიშვნის შესახებ ბრძანებებს ხელი მოაწერა. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებად გენადი არველაძე, ირაკლი მატკავა და კახაბერ გულედანი დაინიშნენ. 

ამასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალმა მინისტრმა ზურაბ ალავიძემ თენგიზ შერგელაშვილი, ილია დარჩიაშვილი და ეკა სეფაშვილი თანამდებობებიდან გაათავისუფლა.

გარდა ამისა, ზურაბ ალავიძემ სამინისტროში დღეს რეორგანიზაცია გამოცხადა. რეორგანიზაციის ერთ-ერთი პუნქტი სამინისტროში შტატების შემცირებასაც ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics