17:36 - 15 Aug, 2026
|
2016-11-30 10:12:09, 4869 ნახვა
კულტურა
ირლანდიაში ევროპული კინოფესტივალის ფარგლებში ქართული ფილმის „სიმინდის კუნძული" ჩვენება გაიმართა
ირლანდიის ქალაქ კილკენიში ყოველწლიური ევროპული კინოფესტივალის „SUBTITLE FILM FESTIVAL" ფარგლებში ქართველი რეჟისორის, გიორგი ოვაშვილის ფილმის „სიმინდის კუნძული" ჩვენება გაიმართა, რომელსაც ირლანდიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კინოფესტივალი 21 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით გაიმართა და „სიმინდის კუნძული" ფესტივალის პროგრამაში ორჯერ - 22 და 27 ნოემბერს მოხვდა. ქართულმა ფილმმა მაყურებლის დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს „SUBTITLE FILM FESTIVAL" მეხუთედ ჩატარდა და იგი ირლანდიაში ერთადერთი ევროპული კინოფესტივალია, სადაც ევროპულ ფილმებს ინგლისური სუბტიტრებით აჩვენებენ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)