|
2015-03-23 12:41:01, 463 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ქართული მართლმსაჯულების წინაშე ისტორიული პერიოდია
„ქართული მართლმსაჯულების წინაშე ისტორიული პერიოდია“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაეს სასამართლოში ახალი თავმჯდომარის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, სასამართლოს დეპოლიტიზაცია ქართული სახელმწიფოს მდგრადობის წინაპირობაა. „ქართული სასამართლოს და მართლმსაჯულების წინაშე ისტორიული პერიოდია, რომელსაც აქვს თავისი გამოწვევები, მაგრამ აქვს თავისი დიდი შესაძლებლობებიც პირველ რიგში და ეს იქნა ხაზგასმული არაერთხელ, დღეს ჩვენ გვყავს ქვეყანაში პოლიტიკური ელიტა, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების სახით, რომელიც ნათლად, მტკიცედ და ერთმნიშვნელოვნად ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი. ამ ჩვეულებრივი ჭეშმარიტების გამეორება და ხაზგასმა ძალიან მნიშვნელოვანია.სასამართლოს დეპოლიტიზაცია არის ქართული სახელმწიფოს მდგრადობის წინაპირობა. მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ მოქალაქეს აქვს იმედი და იმის განცდა, რომ სასამართლოში მისი უფლებები დაცული იქნება, მაშინ პოლიტიკოსთა შეცდომებიც, პოლიტიკოსთა გადაცდომებიც, პარტიული ინტერესებიც, ყველაფერი რჩება მიღმა და ყველას აქვს იმის განცდა, რომ ჩვენი სახელმწიფო ემსახურება მთავარს-ემსახურება თითოეული ადამიანის ინტერესებს. სახელმწიფოს ფუნდამეტი არის ის, რომ თითოეული ადამიანის უფლება იქნას დაცული. ამიტომ შეიქმნა სახელმწიფო. სახელმწიფოს მართავენ პოლიტიკოსები და მათ გააჩნიათ თავისი ვიწრო პარტიული ინტერესები, სახელმწიფოს მართავენ სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც სახელმწიფო ინტერესებსაც ძალიან მაღლა აყენებენ, მაგრამ ყველაზე მაღალი ინტერესი, რისთვისაც შეიქმნა სახელმწიფო, რასაც უნდა ემსახურებოდნენ პოლიტიკოსები და რასაც უნდა ასწორებდეს და ასტაბილურებდეს სახელმწიფოს მთავარი ინსტიტუტი, ეს არის სამართალი. ამ კედლებში სხვა ყველა ინტერესი არის მიღმა. ჩვენი ინტერესბი იკარგება, როცა საქმე შემოდის აქ და მოსამართლეებს აქვთ ძალიან მძიმე და ამავე დროს ურთულესი ამოცანა, რომ თვითონაც გვერდზე გადადონ თავიანთი მოწონება -არ მოწონება და სამართალით იხელმძღვანელონ. დღეს ჩვენ ვდგამთ კიდევ ერთ მტკიცე ნაბიჯს იმისათვის, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო დაფუძნდეს’,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილომა.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)