01:36 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-28 15:23:20, 658 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ლექვინაძემ მდგრადი ტრანსპორტის პირველ გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე აზიის განვითარების ბანკის მიწვევით მდგრადი ტრანსპორტის პირველ გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კონფერენცია 26-27 ნოემბერს გაეროს ეგიდით თურქმენეთში, ქალაქ აშხაბდში ჩატარდა.

მათივე ინფორმაციით, პანელის ფარგლებში, რომლის თემა იყო 21-ე საუკუნის ურბანული ტრანსპორტი და თანამედროვე ტენდენციები,  ირაკლი ლექვინაძე მოხსენებით წარსდგა და ისაუბრა თბილისში სატრანსპორტო სისტემასა და არსებულ გამოწვევებზე, ასევე აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებზე.

გარდა ამისა,  მერის მოადგილემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო აზის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მომზადებული თბილისის ურბანული მობილობის სტრატეგიის დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები და მწვანე ტრანსპორტის განვითარების ტენდენციები.

პანელს უძღვებოდა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ბაბბანგ სუსანტონო.

„თბილისი მთავრობა აქტიურად მუშაობს დონორებთან და კერძო სექტორთან ტრასპორტის სფეროში პროექტების განხორციელების მიმართულებით. ქალაქი ამუშავებს მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმას, სადაც მნიშვნელოვანი როლი სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზაციას უჭირავს. ტრანსპორტის სექტორში ვმოქმედებთ თბილისის ურბანული მობილობის სტრატეგიით 2030, რომელი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. თბილისის მოსახლეობა 1,2 მლნ. ადამიანია, იზრდება მოსახლეობა, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ურბანიზაციის პროცესი, ავტომობილების რიცხვი, შესაბამისად ახალ გამოწვევებზე საჭიროა ადეკვატური პასუხი“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics