|
2016-11-27 14:27:49, 789 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისში ”თეგეტა მოტორსი” მომხმარებელს ახალ მსუბუქი ავტომობილების სერვის ცენტრს სთავაზობს
ქ. ქუთაისში, ნიკეას მე-9 ჩიხი #2ა „თეგეტა მოტორსის“ ახალი მსუბუქი ავტომობილების სერვის ცენტრი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას „თეგეტა მოტორსის“ მენეჯმენტთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ქუთაისის მერი ბატონიშოთა მურღულია და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. ახალი სერვის ცენტრის მშენებლობაში კომპანიამ 1.1 მლნ. ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. სერვის ცენტრში განთავსებულია 16 მომსახურების ადგილი, რაც გულისხმობს მსუბუქი ავტომობილების დღიური გამტარობის ზრდას 150 ავტომობილით და გაცილებით სწრაფ სერვისს. აღნიშნულ სერვის ცენტრში დამატებით 20 ადგილობრივი დასაქმდა. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიამ გადაწყვიტა ერთ სივრცეში გააერთიანებინა მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო. „თეგეტა მოტორსი“ კორპორატიულ და საცალო მომხმარებელებს ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს, რაც მოიცავს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებას და შეკეთებას სპეციალური ავტორიზებული პროგრამების და მაღალკვალიფიციური კადრების მეშვეობით. სისტემატური კვალიფიციური ტექნიკური მომსახურება უზრუნველყოფს ავტომობილის საიმედობას და უსაფრთხოებას. განახლებულ ფილიალში მომხმარებელებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ შემდეგი სახის სერვისებით: ვულკანიზაცია, სავალი ნაწილის შეკეთება, ელ. სისტემის დიაგნოსტირება და შეკეთება, ძრავის დიაგნოსტირება და შეკეთება, ზეთის შეცვლა ძრავსა და გადაცემათა კოლოფში, გადაცემათა კოლოფის შეკეთება, საწვავი სისტემის დიაგნოსტირება და შეკეთება. დღეს „თეგეტა მოტორსს“ 1000-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ასევე ემსახურება 10 000-მდე კორპორატიულ კლიენტს და 800-მდე საბითუმო ობიექტს. „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრები გამოირჩევადახვეწილი სავაჭრო ინფრასტრუქტურით, მაღალკვალიფიციური კადრებითა და უახლესი ტექნიკური დანადგარებით, აქ ყველაფერი თქვენი კომფორტისთვისაა შექმნილი. „თეგეტა მოტორსი“ უკვე 21 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-ზე მეტი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. რაც ნიშნავს, რომ აქ წარმოდგენილი პროდუქცია ნებისმიერი მარკის ავტომობილისთვის გამართული მუშაობის და უსაფრთხო გადაადგილების გარანტიაა. დღეისათვის „თეგეტა მოტორსი“ 19 ფილიალით არის წარმოდგენილი, შესაბამისად „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრების მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც თბილისში,ასევე ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, რუხსადათელავში. (R)
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)