|
2016-11-26 21:46:23, 2399 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ინაშვილი კვირიკაშვილს: ბოკერია მოდიოდა ჭუბერის გზაზე, თქვენ იქ არ მინახიხართ
მოვითხოვ, რომ წარადგინოთ ერთი ციტატა მაინც, სადაც ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვუჭერთ მხარს ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში, - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე სპიკერმა, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი კვირიკაშვილს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც ინაშვილმა აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილი "ნაციონალური მოძროაბის" დეპუტატ გიგა ბოკერიას მსგავსად აზროვნებს და პრემიერობის კანდიდატს ურჩია, რომ ამ გზას არ გაყვეს. "გუშინ თქვენ გამოეხმაურეთ გიგა ბოკერიას განცხადებას, თითქოს ჩვენ ჩრდილოეთის მეზობლის საწარმო ვართ. რუსეთს არ ჰყოლია "ნაციონალურ მოძრაობაზე" უფრო ერთგული აგენტები. სწორედ ამ ადამიანების წყალობით ჩვენი მიწების 22%-ი რუსებმა წაიღეს. ბოკერიას მეუღლემ "გაზპრომის" შვილობილ კომპანიას, "ტაბულას" ერთ-ერთი პროექტი მიყიდა. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ისინი რუსეთის აგენტები არიან?! უნდა დამრთავდეს ამ ქვეყანაში იარლიყების მიკერების პროცესი. სამწუხაროდ პრემიერობის კანდიდატი ამას ხელს უწყობს. თქვენგან მოვითხოვ მკაფიო განმარტებებს. თქვენც იგივენაირად აზროვნებთ, როგორც გიგა ბოკერია, რომლის პოლიტიკური გუნდიც ოპოზიციას იარლიყებს აკერებდა. არ გირჩევთ იგივე გზით წახვიდეთ. ცდებით ბ-ნო გიორგი, როდესაც ამბობთ, რომ ქვეყნისთვის საზიანო კურსის მომხრეები ვართ ჩვენ. თურმე პარლამენტის ვიცე-სპიკერი ქვეყნის დასავლურ ორიენტაციას მხარს არ უჭერს?! გამოდის, რომ გომელაური ცუდად მუშაობს და არ იცის, თუ ვინ თანამშრომლობს უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურებთან. მაგრამ არა, კარგად მუშაობენ და იციან, ვინ ვინ არის", - მიმართა ინიაშვილმა პრემიერობის კანდიდატს. მისივე თქმით, მან როგორც ჟურნალისტმა ქვეყნისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა. "როგორც ჟურნალისტი, მე უფრო მეტს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ნატო-ს კარი გაღებულიყო ვიდრე თქვენ ბ-ნო გიორგი. რატომ გგონიათ, რომ ირმა ინაშვილს არ უნდა თავისი შვილებისთვის ადამიანის უფლებები, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა და სხვა?! ბრტყელ-ბრტყელი, მაღალფარდოვანი სიტყვებით, რომ ლაპარაკობდთ ამ ტრიბუნიდან და გინდათ პოლიტიკური იდილია ამ ქვეყანაში. ასე იდილია არ მყარდება. მე ჩემი სამშობლო არ მიმიტოვებია მაშინ, როდესაც თქვენ არ ვიცი სად იყავით. სხვათაშორის ბოკერია მოდიოდა იმ ჭუბერის გზაზე", - განაცხადა ირმა ინაშვილმა. ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კვირიკაშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ "პოლიტიკური კულტურა ნიშნავს, იმას, რომ მან არ უნდა დაყოს პოლიტიკური სპექტრი კლასებად". "ნუ გგონიათ, რომ პარლამენტის დარბაზი, არის ის დარბაზი სადაც 115 კაცი უნდა გეფერებოდეთ. თქვენ ჩემგან განსხვავებით არ უფასებთ ადამიანებს ღვაწლს. თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენთან სტრატეგიული პარტნიორობა არ გსურთ. როდის ერთხელ გვითხოვია?! აგერ გყავთ სტრატეგიული პარტნიორი გიგა ბოკერიას სახით", - განაცხადა ინაშვილმა.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)