|
2016-11-26 20:25:31, 1466 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბოკერია კვირიკაშვილს: ჩვენ გვიკითხავთ მორალს?! შეეგუეთ, რომ ამ დარბაზში გექნებათ დისკომფორტი
საკონსტიტუციო უმრავლესობა გაქვთ და ყველაფერს აკონტროლებთ, ამასობაში წუწუნებთ, იმაზე თუ როგორ არ მოგწონთ აქ რაც გესმით, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძროაბის" დეპუტატმა გიგა ბოკერიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი კვირიკაშვილს რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მმართველ გუნდს პარლამენტის სხდომათა დარბაზში დისკომფორტი სულ ექნება. "ნიკა მელიას აბსოლუტურად ლეგიტიმური განმარტების შემდეგ იმდენი აბსურდული ნოტაცია მოვისმინე, უნდა დავუთმო ამას დრო. ბ-ნო გიორგი თუ არ ვცდები თქვენ აშშ-ში ილინოისის უნივერსიტეტში სწავლობდით, მერე თქვენ ევროპაში დადიოდით. ერთხელ მაინც გინახავთ ევროპულ პარლამენტში დებატები?! ხომ გინახავთ. გინახავთ, რა შეფასებებს აკეთებენ პრემიერ მინისტრები და პრეზიდენტები?! რა ტიპის სიმწვავის თავდასხმებია, მათ შორის პერსონალურიც?! და ამის მერე გვამადლით, რომ კითხვებზე პასუხს გვცემთ?! ეს არის ლიბერალური დემოკრატია, რომ ძალიან მწვავედ გაკრიტიკებენ, რომ არ ქსიამოვნებს ისე და მერე პასუხებსაც იძლევი, როგორც პრემიერ-მინისტრი. მერე სათათბიროდაც ჯდები ოპოზიციასთან. ჩვენთან ეს ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ამას უნდა შეეგუოთ", - მიმართა ბოკერიამ. გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, თეა წულუკიანის განცხადებაც შეახსენა და აღნიშნა, რომ მმართველი გუდნის წევრები ლექსიკის ხარისხით არ გამოირჩევიან. "თქვენ ლიბერალური დემოკრატიის არსი ის გგონიათ, რომ აქ კითხვები გესმით, - "როგორი კარგები ხართ ბ-ნო გიორგი და ნუთუ კიდევ უფრო კარგები იქნებით შემდეგი 4 წლის განმავლობაში". თქვენ ეტყვით - კი ვიქნებით. ეს არის ლიბერალური დემოკრატია?! ხომ არ დავცინით ერთამენთს. ნომინალური პრემიერ-მინისტრი არის შეურაცხყოფაო, ეგ არის ზღვარს გადასული დემოკრატიული პრაქტიკისთვის?! თქვენ ქ-ნი თეა წულუკიანი გყავთ გუნდში. 2 დღის წინ უსმინეთ, როგორ ლაპარაკობდა?! თუ ლექსიკის ხარისხზე ლაპარაკობთ. ან აქ ოჯახის წევრებს, რომ მოიხსენიებდა ერთ-ერთი ახალგაზრდა, გვარი არ ვიცი, და ხანში შესულ ღვაწლმოსილ ადამიანს, ამის მერე ჩვენ გვიკითხავთ მორალს?! ჩავიაროთ ეს ამბავი. შეეგუეთ, რომ ამ დარბაზში გექნებათ დისკომფორტი", - განაცხადა ბოკერიამ.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)