|
2016-11-26 15:46:50, 1274 ნახვა
კომენტარი
ცეკვავა: სამართლებრივი სტატისტიკის შესახებ მონაცემებს „საქსტატი“ შსს-დან იღებს და ყოველ კვარტალურად აქვეყნებს
სამართლებრივი სტატისტიკის შესახებ მონაცემებს „საქსტატი“ შესაბამისი უწყებებიდან იღებს და ყოველ კვარტალურად საკუთარ საიტზე აქვეყნებს, - ამის შესახებ საქართველოს „საქსტატი“-ს დირექტორის მოადგილემ თენგიზ ცეკვავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული მონაცემები ქვეყნდება და ხელმისაწვდომია საქსტატის ვებსაიტზე. "შინაგან საქმეთა სამინისტრო სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს სისტემატიურად, კვარტალური პერიოდულობით აწვდის მონაცემებს სამართლებრივი სტატისტიკის შესახებ, რაც განსაზღვრულია ქვეყნის მთავრობის მიერ სტატისტიკურ სამუშაოდ სახელმწიფო პროგრამაში მოცემული პირობებით. აღნიშნული პროგრამა გულისხმობს კვარტალური პერიოდულობით ზუსტ თარიღებში სტატისტიკური მონაცემების გამოყენებას. აღნიშნული მონაცემები ქვეყნდება და ხელმისაწვდომია საქსტატის ვებსაიტზე", - განაცხადა ცეკვავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)