10:30 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-22 19:14:14, 2470 ნახვა

სამხედრო
შსს-ს სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის წვევამდელებმა ფიცი დადეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 223-მა წვევამდელმა ფიცი საზეიმო ვითარებაში დადო. ფიცის მიღების ცერემონიას შს მინისტრის მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ მღებრიშვილი, სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი ბონდო ოჩიგავა და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. წვევამდელებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და სამხედრო მარშით ჩაიარეს, შემდეგ კი საკუთარი საბრძოლო უნარების დემონსტრირება მოახდინეს. ცერემონიის დასრულებისას ახალწვეულები მამა დავითმა დალოცა.

შსს-ს სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტში წვევამდელები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. ისინი შეისწავლიან სამხედრო საქმეს, უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებით, უფასო კვებით, ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი ყოველ მესამე დღეს 24 საათიან მორიგეობას გულისხმობს. სამხედროები ასევე ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით.

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის წარჩინებული 14 ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის პერიოდში, სამაგალითო დისცილინისა და საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებებისათვის დაჯილდოვდნენ საპატიო სიგელით.

სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში შსს-ს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics