|
2016-11-25 16:02:59, 1820 ნახვა
პოლიტიკა ეკონომიკა კომენტარი
კვირიკაშვილი: კურსის გაუფასურების საკითხის გადაჭრის მიმართულებით მეტი კონსოლიდაცია უნდა იყოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს ლარის კურსის გაუფასურების საკითხზე განმარტებების გაკეთება კვლავ მოუწია. კვირიკაშვილის განცხადებით, რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურებულია და სავაჭრო პარტნიორებში არსებული ვითარება, საქართველოზეც ახდენს გავლენას. გარდა ამისა, გიორგი კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ ლარის დევალვაციას ხელს შექმნილი აჟიოტაჟიც უწყობს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ხელოვნურია: „რაც შეეხება რომან გოცირიძის განცხადებას, რომ ლარს არ მოსწონს ხელისუფლება და ა.შ. ბატონო, რომან, თქვენ ეკონომისტი ბრძანდებით, თანაც ეკონომისტი, რომლის წიგნებიდანაც ჩვენ 90-იან წლებში ვსწავლობდით ბევრ რამეს, მე ვისმენდი თქვენს კომენტარებს და რაღა დაგიმალოთ გაკვირვებული ვარ, როცა ვისმენდი კომენტარებს, რომ ჩვენ დღეს უნდა მოვიკითხოთ ჩვენი ხელფასი, შემდეგ ის დოლარებში გადავიყვანოთ და ამით უნდა შევაფასოთ ლარის მსყიდველუნარიანობა, რამდენადაც ვისწავლე ეკონომიკიდან, ლარის მსყიდველუნარიანობა დოლართან მიმართებაში კურსით არ განისაზღვრება. ის განისაზღვრება ინფლაციის მაჩვენებლით. ლარის დევალვაცია ძალიან მტკივნეული საკითხია ჩვენი მოსახლეობისთვის დოლარიზაციის მაღალი დონიდან გამომდინარე და გამომდინარე იქიდან, რომ საკრედიტო პორთველის 63%-ზე მეტი არის დოლარიზებული დღეს ქვეყანაში. ამას ბევრი მიზეზი აქვს. მიზეზთა შორის ისაა, რომ რეგიონში არის ყველა ვალუტა გაუფასურებული დოლართან მიმართებაში. მიზეზები არის იმ აჟიოტაჟშიც, რომელიც ხშირად ხელოვნურად იქნება ქვეყანაში. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბრალი დავდო მხოლოდ ჩვენს ოპონენტებს ლარის გაუფასურებაში, მაგრამ ეს არის ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ამ საკითხის გადაჭრის მიმართულებით მეტი კონსოლიდაცია უნდა იყოს“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მანვე დაადასტურა, რომ საქართველომ საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დაფინანსება ვერ მიიღო: „და ვგრძნობთ ამ ნაწილში პასუხისმგებლობას“,-დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა.
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)