|
2016-11-25 15:36:19, 1340 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კვირიკაშვილი: ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთეთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის მონაცემები ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით არაზუსტია. კვირიკაშვილის განმარტებით, 2017 წელს არა 3.4 %, არამედ 4%-იან ზრდაზეა საუბარი: „მინდა შევასწორო, სავალუტო ფონდმა დიახ, მოახდინა კორექტირება, თუმცა მომავალ წელს 4%-იან ზრდაზეა საუბარი. მინდა ვთქვა, რომ ის ზრდა, რომელიც დღეს გვაქვს, რამდენადაც არ უნდა ვიმეორებდე ნათქვამს, არის რეგიონში არსებული სიტუაციის შესაბამისი.რაც შეეხება იმას, რომ მომავალ წელს მოხდა 1%-ით დაკორექტირება ქვედა მიმარულებით, ესეც გამომდინარეობს იქიდან, რომ სავალუტო ფონდი თავის დაგეგმარებაში არის ყოველთვის უფრო კონსერვატიული და მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ბიუეჯტს ვგეგმავთ 4%-იან ზრდაზე დაყრდნობით, მაგრამ სავარაუდოდ უფრო მაღალი ზრდა გვექნება“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ დამატებითი ვალის აღება მოუწევთ, რათა ეკონომიკა გაიზარდოს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირწმუნება, რომ ყველა მათი სამომავლო გეგმა რეალისტურია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)