11:27 - 17 Aug, 2026
|
2016-11-24 12:45:04, 1369 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
იზორია: რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზე, ჩვენი პოზიცია ძალიან კრიტიკულია
რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზე, ჩვენი პოზიცია ძალიან კრიტიკულია, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. როგორც იზორიამ აღნიშნა, მთავარი ამოცანა ქვეყნის განვითარება და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაა. "რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია ძალიან კრიტიკულია. ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყნის განვითარება და თავდაცვის სისტემის ფარგლებში ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლება. ეს საუკეთესო პრევენციაა ყოველგვარი საფრთხის აცილებისთვის", - განაცხადა იზორიამ. ცნობისთვის, პუტინმა რუსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის საერთო ჯარის შექმნის შესახებ კანონის რატიფიკაციას ხელი მოაწერა.
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)