05:09 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-21 17:07:03, 678 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საქართველო-ამერიკას შორის არსებულ თანამშრომლობასა და ამ თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრეს.

მხარეებმა ერთმანეთს საქართველოში, ასევე აშშ-ში არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცეს. ბრიჯიტ ბრინკმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტრადიციულად მაღალი მხარდაჭერა აქვს როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიისაგან, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და გაღრმავებას.

ბრიჯიტ ბრინკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური  მისწრაფებისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა.

საუბარი შეეხო ასევე, ჩვენს ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დემოკრატიის განვითარების, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური და სავაჭრო, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებებით ურთიერთობების პოზიტიური განვითარების დინამიკას, მათ შორის, საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას.

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics