17:46 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-21 15:39:50, 2344 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის შს მინისტრის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ტერაქტი აღკვეთეს

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა ტერაქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას France24 ავრცელებს.

როგორც კაზნევმა აღნიშნა, სტრასბურგსა და მარსელში 7 ადამიანი დააკავეს, რომლებიც სავარაუდოდ თავდასხმას გეგმავდნენ.

მისივე თქმით, “დაკავებების შედეგად შესაძლებელი გახდა ტერაქტის აღკვეთა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა”.

მედია საშუალების იფნორმაციით, ეჭვმიტანილებს შორის ავღანეთის, მაროკოსა და საფრანგეთის მოქალაქეები არიან. დაკავებულთა ასაკი 29-დან 37 წლამდეა.

მინისტრის ინფორმაციით, დაკავებულთაგან 6 პირი აქამდე სპეცსამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ არ მოხვედრილა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ ნოემბერში კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics