|
2016-11-18 16:08:43, 1279 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: მედია გარემოს ფუნდამენტური გაუმჯობესება ჩვენი მიღწევაა და ამის დათმობას არ ვაპირებთ
„მკაფიოდ განვაცხადე, რომ სასამართლოში განიხილება ეს საკითხი და რა თქმა უნდა სასამართლოს გადასაწყვეტია ეს კონკრეტული დავა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირმა ნადირაშვილის კითხის საპასუხოდ განაცხადა, - თუ რის გაკეთებს აპირებს პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე, რომ შენარჩუნებული იყოს ქვეყანაში ყველაზე კრიტიკული მედია საშუალება „რუსთავი 2“. როგორც კობახიძემ აღნიშნა, 2012 წლამდე მხოლოდ სამი „ნაციონალური“ ტელეარხი იყო და მედია მთლიანად იყო მონოპოლიზებული ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის ხელში. „ჩვენს კომპეტენციაში შედის მედია პლურალიზმის უზრუნველყოფა და როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესები ჩვენი ამოცანა სწორედ ასეთად დარჩება. ჩვენი ამოცანა არის მედია პლურალიზმის უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა განვლილი ოთხი წლის განმავლობაში. მინდა შეგახსენოთ რა მდგომარეობს გვქონდა 2012 წლამდე. სამი „ნაციონალური“ ტელეარხი იყო და ეს სივცრე მთლიანად მონოპოლიზებული იყო ერთი კომნკრეტული პოლიტიკური ძალის ხელში, მართველი უმრავლესობის ხელში. ვითარება დღეს რადიკალურად არის შეცვლილი შეუძლებელია ჩვენ ერთმანეთს შევადაროთ 2012 წლამდე არსებული მდგომარეობა 2012 წლის შემდგომ არსებულ მდგომარეობას. კიდევ ერთხელ მედია პლურალიზმი, მედია გარემოს ფუნდამენტური გაუმჯობესება არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და ჩვენ ამ მიღწევის დათმობას არ ვაპირებთ“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)