|
2016-11-18 13:37:10, 1226 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ხოშტარია: პარლამენტში შემოვდივართ იმისთვის, რომ ყველანაირად დავუპირისპირდეთ საკონსტიტუციო უმრავლესობას
„ჩვენ შემოვდივართ პარლამენტში იმისთვის, რომ ყველანაირად დავუპირისპირდეთ საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებულ ყველა საფრთხეს“,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელენე ხოშტარიამ მეცხრე მოწვევის პარლამენტის სხდომის დაწყების შემდეგ განაცხადა. ხოშტარიას თქმით, პარტია საერთაშორისო პარტნიორებთან და საზოგადოებასტან აპირებს, რომ ფართოს ისაუბროს საკონსტიტუციო უმარვლესობის საფრთხეებზე. „ ცხადია ჩვენ საკანონმდებლო ბერკეტი არ გვექნება, მაგრამ გვექნება ძალიან მნიშნელოვანი ტრიბუნა, გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენს საზოგადოებასთან. ჩვენ ვისაუბრებთ ყველა იმ საფრთხეზე, რომელიც ახლა საკონსტიტუცი უმრავლესობას აქვს და გავაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მისი დემოკრატიული პროცესი, ადამიანების სოციალური-ეკონომიკური საჭიროებები მაქსიმალურად იყოს დაცული“,-განაცხადა ელენე ხოთარიამ. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, დღეს არ არის ისეთი საზეიმო დღე, როგორც შეიძლება სამართლიანი არჩევნების შედეგად ყოფილიყო. „ყოველი პარლამენტის შეკრება უნდა იყოს დემოკრატიული პრინციპების განტკიცება. ადამიანების რწმენა, რომ ჩვენი ქვეყანა მიდის წინ ამ თვალსაზრისით ცხადია ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილები. იმიტომ რომ ძალიან ბევრი უსამართლობა, ადამიანების დაშინება, მოსყიდვა და არალეგიტიმური ხერხებით არჩევნების მანიპულირება ვნახეთ. ეს იყო უსამართლო ბრძოლა. მიუხედავად ამისა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამომრჩევლის ინტერესის დასაცავად ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ერთადერთი სწორი გზა დღეს იქნება სწორედ პარლამენტში შესვლა და კარგად გამოჩნდა, რომ ყველა შეთითხნილი მითები ხელისუფლების მხრიდან, რომ თითქოს ჩვენ მშვიდობიანი გზა არ გვინდოდა და ასე შემდეგ აბსოლუტურად მოგონილი იყო“,-განაცხადა ხოშტარიამ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)