|
2016-11-18 11:42:56, 1329 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ლევან კობიაშვილი: დღეს მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება
მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე ცოტა დრო რჩება. პარლამენტის ახალი სახეები საკანონმდებლო ორგანოში უკვე მივიდნენ. მათი თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა მე-9 მოწვევის პარლამენტმა მაქსიმალურად ეფექტურად იმუშაოს. „დღეს მნიშვნელოვანი დღეა, მნიშვნელოვანი, ეტაპი იწყება. მინდა, ჩემს თავს და ყველა ჩემს თანაგუნდელს, კოლეგას, ვინც ამ შენოაბში იმუშავებს, წარმატება ვუსურვო“,-აღნიშნა ლევან კობიაშვილმა. მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახსნის. რეგლამენტის მიხედვით, მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სხდომას „ქართული ოცნების“ სიით არჩეული, უხუცესი წევრი რევაზ არველაძე გაუძღვება. მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს საკანონმდებლო ორგანო დღეს თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით აირჩევს. პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში აქვს. პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურა მხოლოდ მმართველმა გუნდმა წარადგინა.ის პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძეა. მე-9 მოწვევის პარლამენტი სავარაუდოდ, უმრავლესობა-უმცირესობას დააკომპლექტებს. ახალ პარლამენტში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ჰყავს, ხოლო უმცირესობა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. რაც შეეხება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ ისინი პარლამენტში სავარაუდოდ ფრაქციას შექმნიან. ახლადრჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდება. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ძველ მთავრობას, ახლის არჩევამდე, დროებით მოვალეობის შესრულებას დააკისრებს. ამის შემდეგ პარლამენტში ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული შესაბამისი პროცედურები დაიწყება.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)