00:15 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 18:00:35, 834 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: საკონსტიტუციო უმრავლესობა მომავალ პარლამენტს შესაძლებლობას აძლევს, მეტი გადაწყვეტილებები მიიღოს ნაკლები პრობლემებით

ერთი პოლიტიკური პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნება ახალ პარლამენტში, რაც ერთის მხრივ მომავალ პარლამენტს საშუალებას აძლევს გაცილებით მეტი გადაწყვეტილება მიიღოს ნაკლები პრობლემებით,-ამის შესახებ პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტში საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მომავალი პარლამენტი თითოეულ წევრს ავალდებულებს, რომ მეტი დაფიქრებით და განსჯით მიიღოს გადაწყვეტილებები იმისთვის, რომ ნაკლები შეცდომები იყოს მომავალში.

„შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არ ვართ, არცერთი პოლიტიკოსი, არცერთი თანამდებობის პირი, არცერთი პარტია და არცერთი პარლამენტის წევრი. ჩვენ გვინდა დღევანდელი შეკრებით ხაზი გავუსვათ ზუსტად იმას, რომ ჩვენ ყველანი ქართულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ქართულ სახელმწიფოს ვემსახურებით. მრავალპარტიულობა, მრავალფეროვნება, არჩევნები, არჩევნებში დამარცხეული, არჩევნებში გამარჯვებული ეს იქნება ნორმალური მოვლენა და იქნება არა ტრაგედიები, არა ანგარიშსწორებები, არა ცხოვრების დასასრული და არა ის პრობლემები, რომელიც ჩვენ გვახსოვს და იმედია ყველამ უკან მოვიტოვეთ. ძალიან სიმბოლურია, რომ დღევანდელი ჩვენი შეკრება იმართება ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს. დღეს მსოფლიოში აღინიშნება ტოლერანტობის დღე, ზუსტად ის რაც შესაძლოა დღევანდელ ეპოქაში ყველაზე მეტად სჭირდება მსოფლიოს. იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო ასპარეზზე ხდება მოვლენები, რომელიც ყოველთვის არ არის ერთნაირად სასიკეთო და დამაიმედებელი“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics