|
2016-11-16 15:31:27, 617 ნახვა
საზოგადოება
ევროპის საბჭოში საქართველოსთვის 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოში გამართული შეხვედრების დროს განხილული იქნა საქართველოსთვის 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს სახელმწიფო უწყებებსა და ევროპის საბჭოს შორის კონსულტაციების შედეგად შემუშავდა. მათივე ცნობით, დოკუმენტი მოიცავს ევროპის საბჭოს მიერ საქართველოში განსახორციელებელ პროექტებს, რომელთა მიზანია ქართულ მხარესთან თანამშრომლობა ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებებით. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა და გენერალური მდივნის მოადგილემ გაბრიელა ბატაინი-დრაგონიმ ისაუბრეს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების შესრულების მიმდინარეობაზე. გენერალური მდივნის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პროგრესი დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით და ასევე დადებითად შეაფასა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. სამოქმედო გეგმის განხორციელებაში ჩართულმა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა და ევროპის საბჭოს პროექტების კოორდინატორებმა დეტალურად ისაუბრეს გეგმის მიხედვით გათვალისწინებულ პროექტებზე და იმედი გამოთქვეს, რომ ევროპის საბჭოს წევრი და დამკვირვებელი ქვეყნები მხარს დაუჭერენ აღნიშნული პროექტების განხორციელებას. ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის შეხვედრა ევროპის საბჭოს წევრი და დამკვირვებელი ქვეყნების დელეგაციებთან და ორგანიზაციის მაღალი თანამდებობის პირებთან. შეხვედრის მონაწილეებს სხვა საკითხებთან ერთად მიეწოდა განახლებული ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობაზე.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)