22:45 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 14:50:14, 704 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი ქართველ სამხედროებს მადლობას უხდის

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მადლობას უხდის  ქართველ სამხედროებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ გამოიჩინეს გმირობა და ავღანეთში საერთაშორისო მისიაში, მორიგ გამოწვევას ღირსეულად გაართვეს თავი.

" კიდევ ერთხელ დადასტურდა ქართველი სამხედროების მაღალი პროფესიონალიზმი, რაც საყოველთაოდ აღიარებულია. უმაღლესი მთავარსარდალი ამაყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმატებით და დარწმუნებულია, რომ თავდადება, რომელსაც ქართველი სამხედროები იჩენენ, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საერთაშორისო მშვიდობის განმტკიცებაში. საქართველოს პრეზიდენტი, კიდევ ერთხელ უხდის მადლობას შეიარაღებულ ძალებს თავდადებისათვის და საერთაშორისო მისიებში მყოფ ჯარისკაცებს  სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას უსურვებს", - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტის სპიკერმა ეკა მიშველაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics