|
2016-11-15 12:36:38, 663 ნახვა
საზოგადოება
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ უფასო ტრენინგების ფარგლებში, 133 ტრენერი და 1,100-მდე IT სპეციალისტი გადაამზადა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ერთი წლის განმავლობაში (26/09/2015 -26/092016) უფასო ტრენინგების ციკლი ჩაატარა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ტრენინგების პროგრამის მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში კონკურენტული ადამიანური რესურსის შექმნა, რომელსაც მაღალი პოტენციალი ექნება საერთაშორისო ბაზარზე. პროექტი ეხმიანება საქართველოს მთავრობის სტრატეგია - 2020-ს, რომლის ფარგლებში 2020 წლისთვის, ქვეყნის მასშტაბით 40 000 IT სპეციალისტი უნდა დატრენინგდეს. „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, უკრაინული ტრენინგ ცენტრის Skill Up -ის ტრენერების მიერ, 2015- 2016 წლებში 186 ტრენერი მომზადდა, მათგან კი 133-მა გიარა სერტიფიცირება. მომზადებულმა ტრენერებმა კი 2015 - 2016 წლებში - 1,100-მდე IT სპეციალისტს, 9 მიმართულებით ჩაუტარეს ტრენინგები. ტრენინგების საფუძველზე ისინი დაეუფლნენ ვებ და მობილური აპლიკაციების საფუძვლებს: Front end - ვებ პროგრამირება; ანდროიდი; ჯავა; iOS; PHP; ხარისხის მართვა; პითონი; IT პროექტების მართვა; UX დიზაინი. უფასო ტრენინგების ციკლის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეცეს შესაძლებლობა, მიიღოს საბაზისო ცოდნა აღნიშნულ მიმართულებებში, ეს მათ გაუჩენს მოტივაციას, გაიღრმავონ მიღებული ცოდნა სხვადასხვა ტრენინგ ცენტრებსა თუ სასწავლებლებში და საბოლოოდ მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. უფასო ტრენინგების ციკლი შემდგომში დაეხმარება IT კომპანიებს პროფესიონალი კადრების მოძიებაში და საბოლოოდ, ეს პროცესი ხელს შეუწყობს ქვეყანაში მომავლის პროფესიების დამკვიდრებას. პროექტი საკმაოდ მასშტაბურია, სპეციალისტები დატრენინგდნენ რეგიონებშიც: ოზურგეთი - 30 სპეციალისტი, გორი - 15, ქსანი - 11, ხოლო სამტრედიაში - 10 სპეციალისტი. 2016 წლის ბოლოს დაგეგმილია ტრენინგები ზუგდიდში, მცხეთაში, ხაშურში, გორსა და კიდევ სხვა უამრავ მცირე თუ დიდ რეგიონებში. 78 სპეციალისტი დატრენინგდა, ასევე, საჯარო სკოლებში. თბილისის 175-ე საჯარო სკოლა - 12 სპეციალისტი; თბილისის 169-ე საჯარო სკოლა - 12; თბილისის პირველი გიმნაზია - 15; ქართულ ამერიკული სკოლა - 20; სამტრედიის N3 სკოლა - 8 და ქსნის საჯარო სკოლა - 11 სპეციალისტი. ამ ეტაპზე ტრენინგები მიმდინარეობს 4 საჯარო სკოლაში: თბილისის 51-ე საჯარო სკოლა - Front-end-ის მიმართულება; თბილისის 63-ე საჯარო სკოლა - Python-ის მიმართულება; სსიპ- მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლა - Java-ს მიმართულება; ხაშურის მე-6 საჯარო სკოლა- PHP მიმართულება. აღნიშნული ტრენინგები 2016 წლის ბოლომდე დასრულდება. ტრენერების გადამზადება ხელს უწყობს პროფესიონალების ჩამოყალიბებას და შემდგომ მათ დასაქმებას კერძო სექტორსა თუ სახელმწიფო სტრუქტურებში. საქართველოში მსგავსი მასშტაბის ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით პირველად ჩატარდა, მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, რადგან უფასო ტრენინგების ციკლი ხელს უწყობს პროფესიონალების განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ზრდის სფეროს მიმართ დაინტერესებას და ტექნოლოგურ ცოდნაზე დაყრდნობით ვითარდება კერძო თუ საჯარო სექტორი. იზრდება საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პოტენციალი. ეს არის უნიკალური შანსი ერთის მხრივ სტუდენტებისთვის, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გაიღრმავონ ცოდნა, მეორე მხრივ ბიზნესისათვის - გაზარდონ საკუთარი ეფექტურობა და კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზრებზე“, - აცხადებენ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში.
(NS)
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)