|
2016-11-15 11:59:56, 2013 ნახვა
ეკონომიკა
ამერიკული კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსში”
“ნიუ ჰოსპიტალსში” ინტეგრირდა “ამერიკული კლინიკა თბილისში”, რომელიც პაციენტებს სთავაზობს სრულიად ახალ სერვისებს. “ნიუ ჰოსპიტალსსა” და ამერიკულ კლინიკას შორის თანამშრომლობა გულისხმობს არა მხოლოდ სამედიცინო მომსახურების მიწოდებას, არამედ სტრატეგიულ თანამშრომლობას როგორც კლინიკური პრაქტიკის განვითარების კუთხით, ასევე საერთაშორისო Joint Commission International (JCI) აკრედიტაციის მიმართულებითაც. დღეის მდგომარეობით “ნიუ ჰოსპიტალსი” და “ამერიკული კლინიკა” პაციენტებს სთავაზობს ტელემედიცინის საშუალებით 20-მდე ექიმ სპეციალისტის მომსახურებას. ასევე შესაძლებელია საქართველოში ჩატარებული რადიოლოგიური კვლევების გადაგზავნა “ამერიკის რადიოლოგთა ასოციაციაში” რთული შემთხვევების განხილვისა და კვლევების ინტერპრეტაციის მიზნით. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში “ნიუ ჰოსპიტალსში” პერიოდულად ჩამოვლენ ამერიკაში მოღვაწე წარმატებული ქართველი და ამერიკელი ექიმები, რომლებიც ჩაატარებენ კონსულტაციებს სხვადასხვა მიმართულებით. როგორც “ამერიკული კლინიკა თბილისში” დამფუძნებელი ბატონი გიორგი კაციტაძე აღნიშნავს “ “ნიუ ჰოსპიტალსი” არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ პაციენტებს ვაწვდით მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას და რაც მთავარია ვაყალიბებთ პროფესიულ კავშირების მედიცინის სხვადასხვა მიმართულებებში. მიხარია, რომ ჩვენი პარტნიორი “ნიუ ჰოსპიტალსი” ნერგავს და ავითარებს სრულიად ახალ და პროგრესულ მიმართულებებს, როგორიცაა ტელემედიცინა და ასევე ხელს უწყობს წარმატებული ექიმების იტეგრაციას და პროფესიული კავშირების განვითარებას”. “ნიუ ჰოსპიტალსის” გენერალური დირექტორი ბატონი ნიკა ოქრიაშვილი აღნიშნავს, რომ “დღეს ნიუ ჰოსპიტალში პაციენტები ასევე სარგებლობენ ამერიკული სტანდარტების და ხარისხის სამედიცინო სერვისებით, ჩვენ უკვე გვაქვს შესაძლებლობა პაციენტებს მივაწოდოთ ის სერვისები, რომელიც აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო და შესაბამისად მათ უწევდათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრება”.
(R)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)