05:58 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-14 18:33:04, 1559 ნახვა

ეკონომიკა
სს „კაპიტალ ბანკს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს "კაპიტალ ბანკს" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა, რის გამოც ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-ის ცნობით, სს "კაპიტალ ბანკის" შემოწმების პროცესში გამოვლინდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღმკვეთი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის დადგენილებების, წესებისა და ინსტრუქციების, საერთაშორისო საბანკო ნორმებისა და ჩვევების დარღვევის ფაქტები.

ეროვნული ბანკის შეფასებით, ლიკვიდაციის პროცესში სრულად დაკმაყოფილდება კრედიტორთა, პირველ რიგში კი - დეპოზიტართა მოთხოვნები.

„წარმოგიდგენთ ბანკის ლიკვიდატორის განცხადებას:

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას სს "კაპიტალ ბანკის" ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი გასტუმრება, კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, ბანკის ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირის შემთხვევაში: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბანკის მიმართ მოთხოვნის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.

იურიდიული პირის შემთხვევაში: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ; უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბანკის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.

თანხების უნაღდო ანგარიშსწორებით მიღების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დამატებით წარმოადგინოთ საბანკო ანგარიში და რეკვიზიტები, სადაც გსურთ თანხის ჩარიცხვა“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics