|
2016-11-14 16:51:24, 664 ნახვა
საზოგადოება
კუმურდოში პირველი ცენტრალური სახელმწიფო სტრუქტურა − საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა 43-ე საზოგადოებრივი ცენტრი დღეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში გახსნა. საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით სოფელ კუმურდოს 665 ეთნიკურად სომეხ კომლთან ერთად მიმდებარე სოფლების − კიროვაკანის, ოკამის, გოგაშენის, აფნიის, ქარცებისა და აზმანის − 5000-მდე მცხოვრები ისარგებლებს. საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს. სოფლის მოსახლეობას ის სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს სთავაზობს. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისებს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ. კუმურდოს საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ამ სოფელში არა მხოლოდ საჯარო სერვისები, არამედ „მაგთისა" და „ლიბერთი ბანკის" მომსახურებაც გახდა ხელმისაწვდომი, რაც პენსიონერებს − პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემთ. მანამდე ამ სოფელში არც ბანკისა და არც მობილური ოპერატორის ოფისი არ არსებობდა. კერძოდ, კუმურდოში სოფლიდან გაუსვლელად დღეიდან ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის ყველა სერვისი; სოფლის მეურნეობის სამინისტროს სერვისები; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისები (მაგალითად, სასკოლო ატესტატის მიღება); სოციალური სააგენტოს სერვისები; „მაგთისა" (მათ შორის, უკაბელო ინტერნეტი ცენტრის შენობასა და მის სკვერში) და „ლიბერთი ბანკის" (მათ თორის, პენსიის მიღება) სერვისები; ასევე, უფასო კომპიუტერის დარბაზი და ბიბლიოთეკა; შეხვედრების ოთახი, რომლის გამოყენებაც სოფლის მოსახლეობას უფასოდ შეუძლია; სკაიპის ოთახი, სწრაფი გადახდის აპარატები და სხვ. „სოფელ კუმურდოში ჩვენი მოქალაქე ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს. სახელმწიფო და კერძო სექტორის ხელმისაწვდომობას როცა ეხება საქმე, მათ ზუსტად ისეთივე პრობლემები აქვთ, რაც საქართველოს სხვა დიდ სოფლებს. დღეს, შეიძლება ითქვას, ცენტრალური სახელმწიფო სტრუქტურები პირველად შემოდიან ამ სოფელში და აქაურ მოსახელობას საშუალებას აძლევენ, ისეთივე ოდენობის და ხარისხის სერვისებით ისარგებლონ, რითაც დიდი ქალაქების მოსახლეობა სარგებლობს. სახელმწიფო სერვისები, უკაბელო ინტერნეტი, წიგნი და ელექტრონული ბიბლიოთეკა დიდი ქალაქების ფუფუნება არ უნდა იყოს", − განაცხადა თეა წულუკიანმა. დღეის მონაცემებით, კუმურდოს გარდა, საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით კიდევ 42 სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივი ცენტრები ფუნქციონირებს შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, ტყვიავში, ვალეში, ბერძენაულში, უსახელოში, კიცხში, ბარალეთსა და ლაჯანაში. საქართველოს მასშტაბით მოქმედ საზოგადოებრივ ცენტრებში 200-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული და ამ დრომდე ამავე ცენტრების მეშვეობით 250 000-მდე სერვისი გაიცა. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
(NS)
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)