2016-11-14 09:42:50, 2393 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი აშშ-დან 3 მილიონამდე არალეგალი ემიგრანტის დეპორტაციას გეგმავს
დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატებიდან 3 მილიონამდე არალეგალი ემიგრანტის დეპორტაციას გეგმავს. ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ამის შესახებ ტელეკომპანია CBS-ს განუცხადა.
ტრამპის განმარტებით, პირველ რიგში ქვეყნიდან დამნაშავეებსა და კრიმინალური სამყაროს წევრებს გააძევებს, ხოლო შემდეგ უსაბუთო ემიგრანტების შემოწმება დაიწყება:
"გეგმის მიხედვით დამნაშავეებს, ადამიანებს, ვისაც აქვს კრინიმალური წარსული, ბანდების წევრებსა და ნარკო დილერებს, ქვეყნიდან გავაძევებთ. შესაძლოა, ასეთი ადამიანების რიცხვმა 2,ან 3 მილიონს მიაღწიოს. ქვეყნიდან გავაძევებთ, ან დავაკავებთ, რადგან ისინი აქ არალეგალურად იმყოფებიან. კარგად დაცული საზღვარი უნდა გვქონდეს. საზღვარზე კედელს აუცილებლად ავაშენებ, თუმცა გარკვეულ ტერიტორიაზე შესაძლოა ღობეც საკმარისი იყოს," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან