|
2016-11-10 14:53:44, 622 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
თბილისის მერი დავით ნარმანია ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დესისლავა ივანოვა-კოზლევას შეხვდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანასა და დედაქალაქებს შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობის გზებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით კონკრეტული მიზნები დასახეს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე დავით ნარმანიამ ხაზი გაუსვა თბილისსა და სოფიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის მნიშვნელობას, რომელსაც თბილისის მერმა სულ ცოტა ხნის წინ, სოფიაში ოფიციალური ვიზიტისას მოაწერა ხელი. მემორანდუმის მიზანია ქალაქების მართვის სფეროებში არსებული საერთო მიზნების განხორციელებისა და სასურველი შედეგების მიღწევის ხელშეწყობა, ასევე, არსებული ურთიერთობების გაღრმავება და გაფართოება ეკონომიკის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის დარგებში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებებით. ითანამშრომლებენ ქალაქგეგმარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში. დედაქალაქის მერმა, ასევე, აღნიშნა, რომ სოფიაში ვიზიტისას იგი პირადად გაეცნო ქალაქის სატრანსპორტო სისტემის მუშაობას, მწვანე სივრცეების მოწყობისა და ეკოლოგიის საკითხებს, ასევე, მიკრობიოლოგიური ნარჩენების მართვის ტექნოლოგიებს და ბულგარეთის გამოცდილების გაზიარება თბილისისთვის პოზიტიური სიახლეების მომტანი იქნება. ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დესისლავა ივანოვა-კოზლევამ, თავის მხრივ, ორ ქვეყანასა და დედაქალაქებს შორის არსებული ურთიერთობების გაძლიერების სურვილი დაადასტურა და ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა, მათ შორის იყო - კულტურული კავშირების გაღრმავება, ტურისტების გაცვლა და მსხვილი უცხოური ინვესტიციები. (NS)
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)