21:50 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-10 11:51:47, 762 ნახვა

საზოგადოება
ბრიუსელში საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაციის სამუშაო ვიზიტი გრძელდება

საპატრიარქოს დელეგაცია გუშინ  ევროპის საგარეო ქმედებათასამსახურის აღმოსავლეთ სტრატეგიული კომუნიკაციის ჯგუფის ხელმძღვანელს, ჯაილს პორტმანს, ცენტრალური აზიის მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს, ტომას მაირჰარტინგსა და ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის ევროკომისარს, ქრისტოს სტილიანიდის შეხვდა.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მხარეებმა ევროინტეგრაციის მნიშვნელობასა და საერთო ღირებულებებზე ისაუბრეს.

მათივე ინფორმაციით,  ვიზიტი 7 ნოემბერს დაიწყო და 11 ნოემბრამდე გაგრძელდება.

 პროექტს განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD), სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასა და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩო საქართველოში.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics