|
2016-11-10 11:47:50, 4495 ნახვა
კულტურა
ჯაზის დღესასწაული თიბისი სტატუსისგან!
თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება „თიბისი სტატუსი" ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავების დაუვიწყარ საღამოებს თბილისის საკონცერტო დარბაზში წარმოგიდგენთ. თბილისის რიგით მე-19 ჯაზ-ფესტივალი დღეს იწყება. 4 დღის განმავლობაში ჯაზის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ ჯაზის მსოფლიო ლეგენდებს. 10 ნოემბერს, თბილისის ჯაზ-ფესტივალს ბრიტანელი ჯაზ შემსრულებელი ჯეიმი კალუმი გახსნის. მორიგ საკონცერტო დღეს, ქართველი მელომანების წინაშე ვარსკვლავურ ტრიოსთან ერთად გრემის მფლობელი მესაყვირე, მულტიინსტრუმენტალისტი, კომპოზიტორი ნიკოლას პეიტონი წარდგება. წლევანდელი ჯაზ-ფესტივალის 4 დღიანი საკონცერტო პროგრამის მონაწილეა ასევე, ცნობილი ჰოლანდილი საქსოფონისტი ქენდი დალფერი, რომელიც საქართველოს ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვევა. 13 ნოემბერს კი, თბილისის რიგით მე-19 ჯაზ-ფესტივალს მსოფლიოს საუკეთესო ჯაზ-ვოკალისტის გრეგორი პორტერის კონცერტი დახურავს. წელსაც, ტრადიციულად TBC Platinum, TBC PrimeCard და TBC Status ბარათების მფლობელები ექსკლუზიური ფასით ისარგებლებენ და ისინი კონცერტების ბილეთების შეძენისას 15% და 20%-იანი ფასდაკლებებით ისარგებლებენ. თბილისის მე-19 ჯაზ-ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: http://tbilisijazz.com/ თბილისის ჯაზ-ფესტივალი პროექტის Check in „Georgia" ფარგლებში ტარდება.
(R)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)