21:50 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 16:46:53, 719 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა წნორში ახალი პროექტი დაიწყო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის პროექტი - „სინათლე ცოდნის კაფეში“ - დაიწყო.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, მისი მიზანია ადგილობრივ ახალგაზრდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა, საგანმანათლებლო-შემეცნებითი შეხვედრების ორგანიზება.

მათივე ცნობით, პროექტი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივის“ მხარდაჭერით, სოციალურ საწარმოში „ცოდნის კაფეში“, დეკემბრის ბოლოს დასრულდება.

მასში ადგილობრივი სკოლების 20 მოსწავლე ჩაერთო. 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდები 6 თემატურ ტრენინგს დაესწრებიან.

სოციალური საწარმო „ცოდნის კაფე“ ქალაქ წნორში, არასამთავრობო ორგანიზაცია„სამოქალაქო ინიციატივის“ მიერ სექტემბერში დაფუძნდა.

მასში მულტიმედიური ბიბლიოთეკა, წიგნების მაღაზია, კაფე და შეხვედრების სივრცეა მოწყობილი. საწარმოს ხელმძღვანელია იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროექტ „50 საჯარო მოხელეს“ კურსდამთავრებული და სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ სტაჟიორი, ქეთევან მოლაშვილი.

როგორ ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახალგაზრდულ პროგრამებს/პროექტებს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში ახორციელებს.

ამჯერად, კი ახალი პროექტი „ცოდნის კაფეშიც“ დაიწყო.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics