|
2015-03-20 15:20:27, 1056 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ მიკრო და აგრობიზნესის მხარდასაჭერად USAID-თან თანამშრომლობას იწყებს
„თიბისი ბანკი“ მიკრო და აგრობიზნესის დასახმარებლად ახალი სერვისებს შექმნის. ამ მიზნით ბანკი აგრო და მიკროფინანსების როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სპეციალისტებთან ითანამშრომლებს, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ და „თიბისი ბანკის“ ექსპერტებთან ერთად შეისწავლიან საბანკო სერვისებისა და პროდუქტების შექმნა-დანერგვის შესაძლებლობას მიკრობიზნესის მწარმოებლებისთვის. სპეციალისტები საქმიანობას აპრილიდან დაიწყებენ. „თიბისი ბანკის“ ეს პროგრამა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტთან (REAP) თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება. აგრობიზნესის ხელშეწყობის მიზნით, პროდუქციის პირველადი მწარმოებლებისთვის შემუშავდება საბრუნავი საშუალებების - სათესლე და სარგავი მასალის, მცენარეთა დაცვის, სასუქების, ტექნიკის მომსახურების ხარჯები და ა.შ. დაფინანსების სქემა, პროდუქციის შემსყიდველ საწარმოებთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე. მიკრობიზნესის წარმომადგენლებს ბანკი ასევე შეთავაზებს სესხისა და დეპოზიტების კომბინირებულ პროდუქტს. საცალო ვაჭრობის რგოლისთვის შეიქნება საკრედიტო ბარათი და/ან საკრედიტო ხაზი, მოკლე ვადით, სეზონურად პროდუქციის შეძენის დაფინანსების მიზნით. აღნიშნული ტექნიკური დახმარება სრულად დაფინანსდება USAID (REAP) პროექტის ფარგლებში. პროექტთან ბანკის თანამშრომლობა 3 თვიანი ვადით არის განსაზღვრული. „REAP-თან თანამშრომლობის შედეგად, თიბისი ბანკი შეძლებს, მიკრო და აგრო ბიზნესის მწარმოებლებისათვის, ასევე საცალო მოვაჭრეებისათვის მათზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას ისე, რომ მათ შეძლონ საკუთარი ბიზნესის განვითარება და გაფართოება. თიბისი ბანკის ეს პროექტი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობისა და მიკრობიზნესის განვითარებას საქართველოს რეგიონებში“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)