|
2016-11-08 13:41:58, 857 ნახვა
საზოგადოება
„გალერია თბილისში“ 2017 წელს H&M-ის მაღაზია გაიხსნება
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის შვილობილ კომპანია „თბილისი პლაზას“ და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს რითეილერ H&M-ს (Hennes & Mauritz) შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად „გალერია თბილისში“ H&M-ის მაღაზია 2017 წელს გაიხსნება. „გალერია თბილისი“ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი მიმდინარე საინვესტიციო პროექტია ტურიზმისა და უძრავის ქონების მიმართულებით, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება $80 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში ამჟამად მიმდინარეობს ძირითადი სამშენებლო სამუშაოები. სავაჭრო ცენტრის გრანდიოზული გახსნა 2017 წლის სექტემბერში იგეგმება. H&M „გალერია თბილისისთვის“ პირველი რითეილერია, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა. იმისთვის, რომ „გალერია თბილისი“ ყველაზე მიმზიდველ სავაჭრო ცენტრად იქცეს ქართველი მომხარებლებისთვის, ფონდი კომპანია „თბილისი პლაზას“ გუნდთან ერთად აქტიურად მუშაობს სხვა ახალი ბრენდების შემოყვანის მიმართულებით. სწორედ ამ მიზნით „გალერია თბილისის“ პროექტი, გასული წლის მსგავსად 2016 წელსაც იქნება წარმოდგენილი ქ. კანში, უძრავი ქონების ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე "MAPIC 2016". საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით: „გვეამაყება, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ძალისხმევით მრავალი წლის მანძილზე გაჩერებული პროექტი განახლდა და 2017 წლისთვის დედაქალაქს „გალერია თბილისის“ სახით თანამედროვე არქიტექტურის კიდევ ერთი გამორჩეული ნიმუში შეემატება. ეს იქნება ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრი, რომელიც ვიზიტორებს გართობისა და დასვენებისთვის მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს. მოხარული ვართ, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებას H&M-თან. „გალერია თბილისი“ ქართველ მომხმარებლებს კიდევ არაერთ სასიამოვნო სიახლეს შესთავაზებს.“
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)